ხვალ, 19 ნოემბერს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში," საქართველო-ფლანდრიის ბიზნესფორუმი გაიმართება. ბიზნესფორუმს აქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი დაესწრება.
აღნიშნული ფორუმი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებით ტარდება.
ფორუმის ფარგლებში ქართველ და ფლანდრიელ ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შორის ორმხრივი შეხვედრები გაიმართება.