იყო დრო, როდესაც წავედი საქართველოდან, საჭმლის ფულის პრობლემა მქონდა, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში მისი გამოცდილების სახელმწიფოს და ბიზნესსექტორის მიერ სათანადოდ დაფასება, მოგვიანებით მოხდა.
"ჩვენ მოვედით ცარიელ ქვეყანაში, ავავსეთ ის და წავედით ცარიელები... იყო დრო, როდესაც წავედი საქართველოდან, რომ მართლა საჭმლის ფულის პრობლემა მქონდა, ეს დედაჩემმა კარგად იცის. მერე დავიწყე ლექციების კითხვა და ბოლო წლებში უკრაინაში ვაღიარებ, რომ ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ, იმიტომ, რომ როგორც იქნა მოხდა ბიზნესსექტორის მიერ და ზოგადად სახელმწიფოს მიერ ჩემი გამოცდილების დაფასება სათანადოდ", - თქვა სააკაშვილმა.
ფოტო: Reuters