19 ნოემბერს, 11.00 საათზე ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება. საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები 2011 წელს ბათუმში პლაჟის ხელბურთში, ევროპის VII ჩემპიონატის ჩატარების საკითხს განიხილავენ.
დღისწესრიგის მხედვით, ბათუმის საკრებულოს დეპუტატები ბათუმის მე-11 საჯარო სკოლისათვის აკაკი წერეთლის სახელის მინიჭების შესახებაც იმსჯელებენ. იმავდროულად სკოლის ტერიტორიაზე არსებულ სკვერში აკაკი წერეთლის ბიუსტის განთავსების საკითხიც განიხილება.