კახეთის გზატკეცილზე მომხარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა წუხელ მოხდა. დიდი სიჩქარით მიმავალი "ბე-ემ-ვეს" მარკის ავტომანქანა ჯერ ხეს, შემდეგ კი ავტობუსს შეეჯახა.
"ბე-ემ-ვეს" მძღოლი ადგილზე დაიღუპა, ავტომანქანაში მყოფი კიდევ ერთი პირი კი, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ავარიის დროს სხეულის დაზიანებები ავტობუსის მძღოლმაც მიიღო, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა, რის გამოც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.
"ბე-ემ-ვე"-სა და ავტობუსის გარდა, შემთხვევის შედეგად კიდევ ორი ავტომანქანა დაზიანდა.