ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად ინალ არძინბა დაინიშნა. ნათქვამია ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერზე.
როგორც ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, დაურ კოვე, რომელიც ამ დრომდე იკავებდა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას, სხვა სამსახურში გადაჰყავთ, თუმცა კონკრეტულად სად, უცნობია.
ინალ არძინბა 1990 წელს სოხუმში დაიბადა. ის მუშაობდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დსთ-ის ქვეყნებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით. 2018 წელს დაინიშნა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან არსებული ახალგაზრდობის საქმეთა საბჭოს თავმჯდომარედ.