ხვალ, 17 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამხანაგურ მატჩში სლოვენიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია სლოვენიაში შემდეგ ფეხბურთელებს წაიყვანს:
მეკარეები: გიორგი ლორია ("დინამო"), როინ კვასხვაძე ("ზესტაფონი");
მცველები: კახა კალაძე ("ჯენოა", იტალია), ზურაბ ხიზანიშვილი ("რედინგი", ინგლისი), დავით კვირკველია ("რუბინი", რუსეთი), გიორგი ხიდეშელი, გიორგი ონიანი (ორივე - "ზესტაფონი"), ლევან კაკუბავა ("დინამო"), აკაკი ხუბუტია ("გაზ-მეთანი", რუმინეთი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია);
ნახევარმცველები: ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი), გოჩა ხოჯავა ("ვოლგა", რუსეთი), ალექსანდრე კოშკაძე ("დინამო"), კახა ალადაშვილი ("ზესტაფონი"), ირაკლი კლიმიაშვილი ("ვიტ ჯორჯია"), თორნიკე ოქრიაშვილი ("შახტარი", უკრაინა), ჯაბა კანკავა ("დნიპრო", უკრაინა), სანდრო გურული ("კარპატი", უკრაინა).
თავდამსხმელები: მათე ვაწაძე ("დინამო"), ნიკა გელაშვილი ("ზესტაფონი"), ირაკლი მოდებაძე ("ოლიმპი").
შეგახსენებთ, რომ სლოვენიაში ადგილობრივი ნაკრებისა და საქართველოს ეროვნული გუნდის შეხვედრა 17 ნოემბერს, 23:45 საათზე გაიმართება.