მწერალი ტორესა მოსი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
მოსამართლის განცხადებით, ტორესა მოსის საქმის განხილვა 19 ნოემბერს გაგრძელდება.
პროცესის პარალელურად, აქტივისტებმა სასამართლოს ეზოში აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს - დაკავებული მწერლის წიგნები მიიტანეს და გალიაში ჩაკეტეს.
გამოძიება ტორესა მოსს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
"გირჩი - მეტი თავისუფლების წევრი" ტორესა მოსი 12 ნოემბერს თელავსი სუს-ის რეგიონულ ოფისთან დააკავეს. ტორესა მოსს მანქანით სამსახურის შესასვლელი ჰქონდა გადაკეტილი. პოლიციამ მას მანქანიდან გადმოსვლა მოსთხოვა, უარის შემდეგ კი ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს და დააკავეს, მანქანა კი ევაკუატორით გადაიყვანეს.