მოძრაობა "სირცხვილიას" ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან, მათი ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი თამარ კურატიშვილი დააკავეს.
"ამ წუთებში ბათუმში, სუს-ის შენობასთან მიმდინარე აქციაზე უკანონოდ დააკავეს "სირცხვილიას" ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი თამარ კურატიშვილი.
დაკავებამდე პოლიციის თანამშრომლებმა თაკოს ვიდეოგადაღების შეწყვეტა მოსთხოვეს, რაზეც მისგან უარი მიიღეს. საპასუხოდ პოლიციამ მისი დაკავება გადაწყვიტა.
სუს-ის დავალებით პოლიცია აკავებს ყველა იმ პირს, ვინც პროტესტში აქტიურად მონაწილეობს", - წერს "სირცხვილია".