მეტროსადგურ "დიდუბეში" ახალგაზრდა კაცი ლიანდაგებში ჩავარდა.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ცოცხალია და კონტაქტურია, მას სავარაუდოდ ტრავმა ფეხზე აქვს მიღებული.
ადგილზე იმყოფება პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა. ამ წუთებში, მამაკაცის ლიანდაგებიდან ამოყვანას ცდილობენ.