მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს, 11 საათზე ჩაინიშნა.
"ისინი ელოდებიან მიხეილ სააკაშვილის იმ მდგომარეობაში ჩავარდნას, რომ ნამდვილად გადაადგილება ვერ შეძლოს, ისინი ელოდებიან იმ მდგომარეობას, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ვერ შეძლებს საუბარს და ამის შემდგ დაიწყებენ ჩვენ მზად ვართ, საბადრაგო სამსახური მზად არის, მიხეილ სააკაშვილი ვერ მოდის, ისინი ელოდებიან მდგომარეობას, როდესაც ქუჩის პროტესტი ჩაცხრება და ხალხი გატყდება", - ამბობს ბასილაია.
ბასილაიას თქმით, მოსამართლეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე დისტანციურად დასწრების წინადადებაც აღარ განუხილვს, რადგან ასეთ შემთხვევაშიც შესაძლებელია მისი გამოჩენა.