თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
საქმეს მოსამართლე ნინო ელიეშვილი განიხილავს.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ადვოკატები აპირებენ დააყენონ შუამდგომლობა სააკაშვილის აღკვეთი ღონისძიების მოხსნის შესახებ და მას მიეცეს ტელეფონით სარგებლობის უფლება.
როგორც ცნობილია, სასამართლო პროცესს, მისი სურვილის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი არ დაესწრება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო. უწყების განცხადებით, სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სარისკო იყო.