მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრებას მოითხოვს, - ამის შესახებ მისმა უფლებადამცველმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ მოინახულა.
"ხვალინდელ სასამართლოსთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს იქ დასწრებას და ძალიან მაინტერესებს უარს როგორ ეტყვის ციხის ადმინისტრაცია დასწრებაზე, თუ ხუთი სართულის ჩამოსვლა შეუძლია, აქ დაჯდომა სკამზე საათობის განმავლობაში და როგორ აგვიხსნის, რომ ის თურმე ციხეში ვერ უნდა წავიდეს, ეს ძალიან საინტერესოა, ასევე მოვისმენთ, - თქვა ნიკა გვარამიამ.
ხვალ, 10 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.