თბილისი-დედოფლისწყაროს მიმართულების სამარშრუტო ხაზის მძღოლი, მგზავრების გადაყვანის დროს გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.
სამარშრუტო მიკროავტობუსის შეჩერება ერთ-ერთმა მგზავრმა მოახერხა. ტრანსპორტში ათამდე მგზავრი იმყოფებოდა და მათგან არცერთი არ დაშავებულა.
გარდაცვლილი სოფელ არბოშიკის მკვიდრია. შემთხვევა 7 ნოემბერს მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება.