უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება ე.წ "მწვანე პასპორტის" კონცეფცია. 
პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ 
•  იგი ვაქცინირებულია სრულად
•  ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი
•  ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. 
"მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის;
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ "მწვანე პასპორტის" პრინციპით შეძლებენ შესვლას: 
•  კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში
•  კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში
•  მუზეუმებში
•  საკონცერტო დარბაზებში
•  გასართობ ცენტრებში
•  სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე
•  სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში
•  სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; 
აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, "მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.
"მწვანე პასპორტის" გამოყენება სავალდებულო არ იქნება მუნიციპალურ ტრანსპორტსა და სასურსათო მაღაზიებში.