აშშ-ის მე-6 ფლოტის საესკადრო ნაღმოსანი USS Porter (DDG78) შავ ზღვაში შემოვიდა. ხომალდი შავი ზღვისკენ გუშინ გამოემართა.
შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის ინფორმაციით, ხომალდი ნატოს მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ერთობლივ ოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას.
შავ ზღვაში ამერიკული ხომალდის შემოსვლას გამოეხმაურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. უწყების განცხადებით, ყურადღებით დააკვირდებიან ხომალდის გადაადგილებას.
USS Porter (DDG 78) არის Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი. ხომალდს აქვს ტექნიკური მონაცემები მოიგერიოს წყალქვეშა ნავები და ბალისტიკური რაკეტები.
USS Porter, აშშ-ის მეექვსე ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალში, მრავალმხრივ მისიებში მონაწილეობს. USS Porter ხელს უწყობს შავი ზღვის რეგიონის საზღვაო უსაფრთხოების დაცვასა და ნატოს ოპერაციებისა და მისიების მხარდაჭერას ევროპაში. ხომალდის მეთაურია II რანგის კაპიტანი ქრეგ ტრენტი.ხომალდზე იმყოფება 39 ოფიცერი და 282 კაციანი პერსონალი. ხომალდის ზომებია: სიგრძე – 154 მეტრი, სიგანე – 20 მეტრი, წყალწყვა – 11 მეტრი.
ხომალდი USS Porter წარმოადგენს ესპანეთის როტის ნაწილს და აშშ-ის მეექვსე ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალში მონაწილეობას იღებს მრავალმხრივ მისიებში, ხელს უწყობს რა რეგიონის საზღვაო უსაფრთხოების დაცვასა და ნატოს ოპერაციებისა და მისიების მხარდაჭერას ევროპაში.
მე-6 ფლოტი, რომლის სათაო ოფისი ნეაპოლშია, ახორციელებს ერთობლივ და საზღვაო ოპერაციების სრულ სპექტრს. ხშირად ეს ოპერაციები ტარდება მოკავშირე და უწყებთა შორის პარტნიორებთან კოორდინირებულად, რათა ხელი შეუწყონ უსაფრთხოებასა და სატბილურობას ევროპასა და აფრიკაში.
USS Porter (DDG 78) 2019-2020 წლებში ბათუმის პორტშიც იმყოფებოდა.