სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს სასამართლო განჩინების საფუძველზე მოპოვებულ სკანდალურ ჩანაწერს, რომელიც, სუსის ინფორმაციით, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაშია ჩაწერილი.
საუბარში, სავარაუდოდ ბესიკ წერედიანი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში ეტაპირებისას ქაოსი და გზების ბლოკირება უნდა მოხდეს.
„ჩვენი იცი რა უნდა გავეკეთოთო? არჩევნების დღესო. კეთილი უნდა ვინებოთო,მე მეუბნება, კეთილი უნდა ინებოო, სახლში ყველას დაემშვიდობოო, მოხვიდეო და თუ საჭირო იქნება, თავიც გაატეხინოო. როგორც კი კიდე ერთი აქია იქნება ციხესთან, ეგრევე შევიკრიბებით, მივალთ ღარიბაშვილის სახლთან, გაფრთხილება უნდა იყოს, ღარიბაშვილის, ჯანდაცვისა და იუსტიციის მინისტრების. ეს სამილოკაცია უნდა იყოს. თავისი მეგაფონებით. ესენი არიან უშუალოდ აღმასრულელები, რომლებიც გადაწყვეტილებას ღებულობენ.
ციხეს ვერ აიღებ, ამას სჭირდება პარტიის რესურსი. გუშინ გვქონდა ამაზე საუბარი, მაგრამ როგორ გადაწყდება ეს არის - მიიყვან მანქანებს, 100-150 მანქანას, ჩაკეტავ. გლდანის ციხის ირგვლივ არის გზები, უბრალოდ უნდა ჩახერგო ერთი 500-600 კაცი სჭირდება მობილიზებული. ვერ იზამენ ვერაფერს, როგორც კი დასჭირდება გადაყვანა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მაინც მაიდანი მოგვიწევს ბოლოს, იმიტომ, რომ ესენი არჩევნებით არსად წავლენ, თუ არ ჩამოიშალა სისტემა, მაგრამ აქამდე უნდა მიიყვანო პროცესი. ამათ იმდენად საზიზღარი მეთოდებით მოუწევთ მეორე ტურის გაყალბება რომ ჩვენ ქუჩაში მოგვიწევს გამოსვლა. ქუჩაში ჩვენ რომ გავალთ, რომ წავა ეს პროცესები, ამისი მართვა შეუძლებელია წვრილმანების დონეზე, თორე გლობალურად შეიძლება მართო პროცესები ქუჩაში, მაგრამ წვრილმანებში ვერ მართავ და იქ ერთი ადამიანი, ორი და სამი ადამიანი დაზიანდება, მერე უკვე პროცესი წავა უმართავი.
ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ 30-ისთის. ეს ადამიანი დათმობას არ აპირებს და ჩვენ მართლები ვიქნებით ყველასთან. ეს ორი ამოცანა გვაქვს. ეხლა მინდოდა, მზად ვარ ამისთვის? - დღეს კი არ მიუვარდეთ ღარიბაშვილს, უბრალოდ გამოვიდეთ დავდგეთ და ვუთხრათ, რომ კიდევ ერთი კონტრაქცია იქნება, ასეთი ნაგვის, რომელიც იქ არი შენს სახლთან 11 საათამდე რო მოვალთ 5 საათზე, არც შენ, არც შენ ცოლ-შვილს და არც შენ სამეზობლოს ცხოვრება აღარ გექნებათ. მოვიტან მეგაფობს, ვიყვირებ, გლანძღავ, გაფურთხებ, " - ამბობს საუბარში პირი, რომელიც, სუს-ის ინფორმაციით, ბესიკ წერედიანია.