მიხეილ სააკაშვილის ბედი უკავშირდება სახელმწიფოს და სამომავლო განვითარების ბედს და თუ შევძლებთ როგორმე ისეთი ზღვარი გავატაროთ პირადულ წყენას, თუნდაც პირადი ტრაგედიასა და სახელმწიფოებრივ ინტერესებს შორის, მაშინ უკვე შევძლებთ სწორი გადაწყვეტილების მიღებას, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილის შიმშილობის შედეგები დამაფიქრებელია.
"როდესაც არის საუბარი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარია, მე ასე ვიტყოდი, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მაგრამ ჩვეულებრივი პატიმრების მიმართ საერთაშორისო ყურადღება არ არის მოპყრობილი, ესე იგი, არაჩვეულბრივი პატიმარია.
ამ პატიმრის ბედი უკავშირდება სახელმწიფოსი და სამშობლოს სამომავლო განვითარების ბედს. და თუ ამაზე დავფიქრდებით და შევძლებთ როგორმე ისეთი ზღვარი გავატაროთ პირადულ წყენას, თუნდაც პირადი ტრაგედიასა და სახელმწიფოებრივ ინტერესებს შორის, მაშინ უკვე შევძლებთ სწორი გადაწყვეტილების მიღებას.
მაშინ, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი და მაშინ როცა მე ვუკავშირებ ქვეყნის ბედს, მის სამომავლო განვითარების მდგომარეობას, ჩვენი ქვეყნისადმი საერთაშორისო დამოკიდებულებას და მის მდგომარეობას, აქ მე ვიტყვი, რომ მით უმეტს ის შიმშილობს, როგორია ამის შედეგები, ან როგორი იქნება, ეს დასაფიქრებელია.
მე ნამდვილად არ მაქვს სურვილი, რომ ჩვენ ვიგლოვოთ ახალგაზრდა პრეზიდენტი. არის შემთხვევები, როდესაც შიმშილობა კი არა, თვითმკვლელობაც პირიქით ეთვლება ადამიანს - არა თვიმთკვლელობად. არის განსაკუთრებული შემთხვევები. პოლიტიკოსებთან მიმართებაში, ჩვენ ვერ განვსჯით ამ თემას. პოლიტიკოსისთვის ეს არის ინტსრუმენტი და მისი არჩევანია", - განაცხადა მიტროპოლიტმა.