პროექტ "ქართული სეზონი"-ს ფარგლებში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს საელჩო იტალიაში, 14-19 ნოემბერს, ქართული კულტურის დღეებს გამართავს.
პროექტის ფარგლებში იტალიის სხვადასხავ ქალაქებში გია ყანჩელის საავტორო კონცერტები გაიმართება.
კონცერტებს მომღერალთა ანსაბლი "რუსთავიც" გამართავს.
ღონისძიებებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, ნიკოლოზ რურუა დაესწრება.