ბოლო პერიოდში თურქული ლირის გაუფასურებას ქართულ ლარზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია. როგორც სებ-ის პრეზიდენტი განმარტავს, ეს პროცესი სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული.
"თურქეთი ჩვენი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია და რა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ხდება მის ვალუტასთან დაკავშირებით. თუ დღევანდელ სიტუაციას შევხედავთ ლირას გაუფასურება სხვა ჩვენი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების გამყარებით ბალანსდება. ჩვენ, რომ შევხედოთ ლარის ეფექტურ გაცვლით კურსს, ანუ ჩვენ ყოველთვის ვამბობთ რომ ლარის ეფექტურ კურსს უნდა ვუყუროთ და არა რომელიმე ვალუტასთან მიმართებაში კურსს რაოდენ დომონანტურიც არ უნდა იყოს ეს ვალუტა. და ეს ლარის ეფექტური კურსი რაც არის ლარის საშუალო შეწონილი კურსი რაც არის საქართველოს მთავარ სავაჭრო ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში ბოლო თვეების განმავლობაში არის სტაბილური. რადგანაც სწორედ სხვა ქვეყნების ვალუტების გამყარებამ დააბალანსა ლირის გაუფასურება", განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მისი თქმით, ლარი ლირასთან მიმართებაში გამყარდა 11%-ით, ხოლო ამავე პერიოდში ლარი რუსულ რუბლთან გაუფასურდა 6.7%-ით.