თურქული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის მსგავსად, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე სტამბოლიდან ფრენებს თბილისისა და ბათუმის მიმართულებით განახორციელებს.
ავიაკომპანია სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში 12 სიხშირით შეასრულებს, ანუ დღეში 2 სიხშირით.
რაც შეეხება სტამბოლი-ბათუმი-სტამბოლის მიმართულებას Pegasus Airlines-ი, ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, რეისებს კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს განახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ Pegasus Airlines-ი სტამბოლიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ფრენებს მხოლოდ საბიჰა გოგჩენის აეროპორტიდან ასრულებს.