იუსტიციის მინისტრის განმარტებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მისაღებად და სამკურნალოდ სასჯელაღსრულების #18 დაწესებულება მზადაა.
„ბოლო დასკვნაც, რაც კონსილიუმმა დადო, ეს არის სარეკომენდაციო ხასიათის. ამ დასკვნაში საუბარია შემდეგზე, რომ თუ გახდება ჰოსპიტალიზაცია საჭირო, უნდა განხორციელდეს მულტიპროფილურ კლინიკაში. აქ საუბარი სამოქალაქო კლინიკაზე, რაზეც ზოგიერთი ტელევიზიის წარმომადგენლები და მათ შორის, ზოგიერთი ოპონენტიც საუბრობს, არ ყოფილა.
რაც შეეხება კითხვას, სად იქნება გადაყვანილი და შეესაბამება თუ არა #18 სასჯელაღსრულების დაწესებულება განსაზღვრულ სტანდარტებს, რაც დადგენილია მულტიფუნქციური კლინიკისთვის, გიპასუხებთ შემდეგს: გუშინ ჩვენ ვიმყოფებოდით სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში და როგორც ექიმები გვეუბნებიან, დაწესებულება პაციენტის მისაღებად მზადაა,“ - განაცხადა რატი ბრეგაძემ.