დღეს მეორე მხარეს არის მელიას სახით წარმოდგენილია ნიკა გვარამია, მეგის ქარდავა და საზოგადოებამ უნდა აირჩიოს, უნდა გვარამია, მეგის ქარდავა თუ გვინდა განვითარება, აღმშენებლობა, მშვიდობა და სტაბილურობა, რაც დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, - თქვა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში თბილისის მოქმედმა მერმა, მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ.
კალაძე დარწმუნებულია, რომ თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურში ამომრჩეველთა დიდი ნაწილის მხარდაჭერას მოიპოვებს და გაიმარჯვებს.
როგორც კალაძე ამბობს, საზოგადოებამ არჩევანი უნდა გააკეთოს, აღმშენებლობასა და ბოროტებას შორის, რადგან მისი თქმით, კანდიდატ მელიას სახით წარმოდგენილია გვარამია და მეგის ქარდავა.
"მე დარწმუნებული ვარ, თბილისელების დიდი ნაწილი მხარს დაგვიჭერს და მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ქალაქის აღმშენებლობა და განვითარება გაგრძელდეს. მეორე მხარეს რა გვაქვს? რა არის არჩევანი? მეორე მხარეს გვაქვს ცილისწამება, ბოროტება, სიძულვილის ენა. დააკვირდით მათ ლექსიკას, დააკვირდით ტელევიზიებიდან როგორ საუბრობენ. ყველაფერს შეურაცხყოფას აყენებენ.
დღეს მეორე მხარეს არის მელიას სახით წარმოდგენილია ნიკა გვარამია, მეგის ქარდავა და საზოგადოებამ უნდა აირჩიოს, უნდა გვარამია, მეგის ქარდავა თუ გვინდა განვითარება, აღმშენებლობა, მშვიდობა და სტაბილურობა, რაც დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამ ქვეყნისთვის და განსაკუთრებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ქალაქისთვის“, - აცხადებს კახა კალაძე.