საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც მან დაუშვებლად ცნო აგვისტოს ომის გამო საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრები.
პრეზიდენტის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო ისტორიის სწორ მხარესაა.
"საქმეებში "ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" და "შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ", ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო ისტორიის სწორ მხარესაა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრების დაუშვებლობის შესახებ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვებაა მშვიდობიანი დეოკუპაციის გზაზე", - წერს სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერზე".
შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო საჩივრები საქმეებზე: „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.