დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ეპიდვითარება უფრო უარესდება და ყველანაირი გათვლებით, ქვეყანას მძიმე ზამთრის დასაწყისი ელოდება.
"ძალიან მძიმე შემოდგომის ბოლო, ზამთრის დასაწყისი გველის. ვითარება არის საგანგაშო. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენია პოპულაციაში აცრა. ჩვენ ახლა არ ვითვლებით აცრილ პოპულაციად, იმიტომ, რომ მესამედია დაახლოებით აცრილი. შესაბამისად, არააცრილ პოპულაციაში ავადობა იქნება ძალიან მაღალი და სამწუხაროდ, სიკვდილიანობა ისეთივე როგორც ჩვეულებრივ”, - განაცხადა პაატა იმნაძემ "დღის კურიერის" ეთერში.