გურჯაანში მეზობელმა ცოლ-ქმარს სანადირო თოფიდან ესროლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ადგილზე გარდაიცვალა, კაცი კი ჭრილობით კლინიკაში გადაიყვანეს.
"რუსთავი 2"-ის ცნობით, მკვლელობის სავარაუდო მოტივი ყოფითი ნიადაგზე დაწყებული დავაა, რომელიც მიწის ნაკვეთს უკავშირდება. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.