საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის გარდაცვალებას ეხმიანება. განცხადებას პრეზიდენტი მიკრობლოგ "ტვიტერზე" ავრცელებს.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანის, კოლინ პაუელის გარდაცვალება დიდი დანაკლისია მსოფლიო დიპლომატიისთვის.
"კოლინ პაუელის გარდაცვალება დიდი დანაკლისია მსოფლიო დიპლომატიისთვის. დიადი გონება, რომელმაც 21-ე საუკუნეში გლობალური მიმართულების ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო. მისი ღვაწლი მაგალითია ახალგაზრდა თაობებისთვის, რომლებიც ცდილობენ, სამყარო გახადონ უფრო უსაფრთხო", - წერს ზურაბიშვილი.
შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი 84 წლის ასაკში, კოვიდ-19-ით გამოწვეული გართულებებით, გარდაიცვალა.