ვითიბი, როგორც ქართული ბიზნესის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, აჭარაში, განხორციელდა ჰოსპიტალ მედცენტრის ჯგუფის რამოდენიმე კლინიკის დაფინანსება. სამედიცინო, დიაგნოსტიკური დანადგარების შეძენა, შენობა - ნაგებობების კუთხით გაფართოება.
ასევე, ბანკის სრული დაფინანსებით, 2021 წლის ბოლომდე, გაიხსნება ბირთვული მედიცინისა და დიაგნოსტიკის ცენტრი, რომელიც ერთადერთი კლინიკა იქნება დასავლეთ საქართველოში, აღჭურვილი უახლესი ტექნიკითა და ონკო პაციენტებისთვის საჭირო ყველა თანამედროვე დანადგარით.
"ვითიბი ბანკისთვის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება. მოხარული ვართ, რომ შედგა თანამშრომლობა ბანკსა და კლინიკა "ჰოსპიტალ მედცენტრ ჯგუფს“ შორის. მსგავსი თანამშრომლობა, ხელს უწყობს გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რომელიც ერთერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბიზნესის წარმატებისთის. დღეისთვის, აღნიშნული კლინიკა, ერთერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს წარმოადგენს", - განაცხადა ვითიბი ბანკის კორპორატიული ბიზნესის დირექტორმა ვლადიმერ რობაქიძემ.
გთავაზობთ მოკლე ვიდეო ისტორიას
ვითიბი ბანკი, ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 18 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 28 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 900–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.