საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, 2 პირი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულნი არიან ნიკა ნარსია და ოთარ გურგენიძე. ისინი მაშინ დააკავეს, როდესაც მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ წარწერების "თავისუფლება მიშას" გაკეთებას ცდილობდნენ.
მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესო აქცია კვლავ გრძელდება.
მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. პატიმრობის პირველივე დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა.