საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართება.
საპროტესტო აქცია, რომელის ორგანიზატორია ახლადდაფუძნებული მოძრობა "მიშას თავისუფლებისთვის", 18 ოქტომბერს, 12:00 საათზე დაიგეგმა.
"ხვალ 12:00 - ზე , მთავრობის კანცელარიასთან, ვითხოვთ კრემლის პირადი პატიმრის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას!", - აცხადებენ ორგანიზატორები.
მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. პატიმრობის პირველივე დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა.