კულინარიული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს რეგიონებში გასტრო ტურებს აგრძელებს.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, გასტრონომიის ასოციაციასთან და გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციასთან ერთად მორიგი ტური რაჭასა და ლეჩხუმში გამართა. გასტრო ტურში გამოცდილი შეფმზარეულები მონაწილეობდნენ. კულინარიის სპეციალისტები რეგიონში ადგილობრივ სამზარეულოს და კერძების მომზადების წესებს გაეცნენ.
ტურის მონაწილეები რაჭაში ხვანჭკარას ეწვივნენ, ლეჩხუმში კი გვესოს ფერმა მოინახულეს, გაეცნენ ყველის წარმოებას, ესტუმრნენ „ზანდურის სახლს“ სადაც საოჯახო ეთნომუზეუმი, სალორე და მარანი მდებარეობს, ტურის ფარგლებში გაიმართა კერძების მასტერკლასები და ადგილობრივი ღვინის დეგუსტაცია.
გასტრო ტურების მიზანია საქართველოს ყველა კუთხის სამზარეულოს წარმოჩენა, პოპულარიზაცია, სწორ ტურისტულ პროდუქტად ფორმირება და შემდეგ როგორც საერთაშორისო ასევე შიდა ვიზიტორთათვის შეთავაზება.