საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია შვეიცარიის კონფედერაციის ,,Lohn Manor”-ის სასახლეში გაიმართა.
პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს შვეიცარიის კონფედერაციის დროშას და შესრულდა საქართველოს და შვეიცარიის კონფედერაციის სახელმწიფო ჰიმნები.
პრეზიდენტებმა ერთმანეთს დელეგაციები წარუდგინეს.
შვეიცარიის პრეზიდენტ გი პარმელენთან შეხვედრამდე, სალომე ზურაბიშვილმა ჟენევაში შეხვედრები გამართა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან.
შვეიცარიამდე სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ავსტრიაში იმყოფებოდა.