ბათუმში, "ოცნების ქალაქში" ორი სახლი იწვის. მაცხოვრებლებმა სახლებიდან გამოსვლა მოახერხეს და სახანძრო ბრიგადა გამოიძახეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზებისა და ლიკვიდაციის სამუშაოები.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.