ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნანა ალექსანდრია 72 წლის გახდა.
ნანა ალექსანდრია, დიდოსტატი ქალთა შორის, სპორტის დამსახურებული ოსტატი, 1949 წლის 13 ოქტომბერს დაიბადა.
1972 წელს დაამთავრა თსუ-ის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.
სსრკ (1966, 1968, 1969) და საქართველოს (1964, 1965, 1968) ჩემპიონი.
I ადგილი დაიკავა თბილისის (1968), ბელგრადის (1969), ვეიკ-ან-ზეეს (1970) ქალთა საერთაშორისო ტურნირებში, ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის გათამაშებაში (ვრნიაჩკა-ბანია, 1970), საზონათშორისო ტურნირში (ოჰრიდი, 1971), ქალთა IV და VI საჭადრაკო ოლიმპიადაში (1969, 1974).
მსოფლიო პირველობის 1969-1972 ციკლის III პრიზიორი და მსოფლიო პირველობის 1972-1975 ციკლის პრეტენდენტი. აქტიური, პოზიციური სტილის მოჭადრაკე. 1986 წელს აირჩიეს ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარედ. 1979 წლიდან ოლიმპიური რეზერვის (1991 წლიდან ვ. ქარსელაძის სახელობის ჭადრაკის) სკოლის დირექტორია.
ალექსანდრია იყო საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრები გუნდის კაპიტანი, რომელიც ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადებზე მანილაში (ფილიპინები, 1992) და მოსკოვში (1994) ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.