საქართველოში ამ დროისათვის სრულად COVID-ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 31%-ი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 13 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 889 200 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 004 298 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.3%-ი.
სრულად ვაქცინირებულია 884 902 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 31.0%-ი.
12 ოქტომბერს აიცრა 6 837 ადამიანი.
ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტს დაიწყო. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ოთხი ვაქცინით, "სინოფარმით", "სინოვაკით", "ასტრაზენეკათი" და "ფაიზერით" აცრაა შესაძლებელი.
ვაქცინაციის გეგმის თანახმად, წლის ბოლომდე, საქართველოს მოსახლეობის 60%, ანუ მილიონ 700 ათასი ადამიანი უნდა აიცრას.