მთის კურორტებზე ზამთრის სეზონისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს.
მესტიაში, ზურულდის მთაზე, ახალი საბაგირო კომპლექსი შენდება.
10-ადგილიანი გონდოლას ტიპის საბაგიროს გამტარიანობა, საწყის ეტაპზე, საათში - 1800 მგზავრი იქნება, ხოლო საბაგიროს სიგრძე - 1421 მეტრი.
სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიულ–შვეიცარიული კომპანია „დეპოლმაიერ გარავენტა ჯგუფი“ ახორციელებს.