პურის ფასმა 10 თეთრით მოიმატა."პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ პურის ფასის ზრდა ფქვილის ფასის ზრდამ განაპირობა. მისი განმარტებითვე მსოფლიოში ხორბლის ღირებულება რეკორდულ ნიშნულზეა და ტონაზე 300 დოლარს გასცდა.
სექტემბრის თვეში ერთი ტომარა ფქვილი 61 ლარი ღირდა, დღეს კი მისი ფასი 70 ლარია. საქართველო იმპორტირებულ ხორბალზეა დამოკიდებული, რის გამოც წისქვილ კომბინატებს მსოფლიო ბაზრის ტანდენციების გათვალისწინება უწევთ.