რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
საპროტესტო აქციაზე დააკავეს ზვიად კუპრავა, რომელიც, როგორც იუწყებიან, დაწესებულების კედელზე საღებავით წარწერის "თავისუფლება მიშას" გაკეთებას ცდილობდა.
ზვიად კუპრავა ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე დააკავეს კიდევ ორი პირი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებში მე-8 დღეა იმყოფება. პოლიციამ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავა.
ფოტო: რადიო თავისუფლება