გეხვეწებით, გაათავისუფლეთ ბატონი მიშა, ნუ იქნებით ასეთი მკაცრები, ჩვენ ქვეყანას დააზარალებთ ამით - ამის შესახებ კომპოზიტორმა მაცაცო სებისკვერაძე "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა.
მან ასევე მოუწოდა მიხეილ სააკაშვილს, შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან თუ რამე დაემართება, ეს დიდი ტრაგედია იქნება და ამას ხალხი ვეღარ გაუძლებს.
"მე არ ვარ პოლიტიკოსი და არასდროს ვერევი პოლიტიკაში, იმიტომ რომ მე ჩემი საქმე მაქვს, მაგრამ დღევანდელი სიტუაცია არაფერ კავშირშია ჩემს საქმესთან. ერთი რამე მინდა გითხრათ, მე მინდა ჩვენი ქვეყანა ყოველთვის, ყველაზე კარგი იყოს მთელ მსოფლიოში, ყველაზე კარგი ხალხი მინდა ცხოვრობდეს აქ.
ძალიან გთხოვთ, ძალიან გთხოვთ ნუ იზამთ და ნუ გააკეთებთ იმას, რაც მთელი სიცოცხლე სანანებელი იქნება ყველასთვის. ბატონო მიშა, ძალიან გთხოვთ, შეწყვიტეთ შიმშილობა, ვეღარ გაუძლებს ხალხი. ერთი პრეზიდენტი ხო მოკლეს, მაგრამ თქვენ, რომ რამე დაგემართოთ, ეს დიდი ტრაგედია იქნება და ამას ხალხი ვეღარ გაუძლებს. გეხვეწებით, შეწყვიტეთ შიმშილობა.
თქვენ ისეთი დიდი პიროვნება ბრძანდებით, კიდევ შეძლებთ ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესებას, კიდევ დაგვაყენებთ სწორ მიმართულებაზე. გეხვეწებით, ნუ იშიმშილებთ, გვინდა ჯანმრთელად იყოთ, გეხვეწებით.
გეხვეწებით, გაათავისუფლეთ ბატონი მიშა, ნუ იქნებით ასეთი მკაცრები, ჩვენ ქვეყანას დააზარალებთ ამით, მთელ მსოფლიოში ვიქნებით ყველაზე უარესი ხალხი თქვენ რომ რამე ცუდი ჩაიდინოთ, გეხვეწებით", - თქვა სებისკვერაძემ.