დღეს, 13 ნოემბერს, საფრანგეთის ქალაქ მეცში მიმდინარე ბატუტზე მხტომელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი გაიმართება.
ქართველი ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვონა საფრანგეთის ქალაქ მეცში მიმდინარე ბატუტზე მხტომელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალში გავიდა. საკვალიფიკაციო ტურნირში 68.1 ქულა დააგროვადა 8 საუკეთესოს შორის მე-7 ადგილით ფინალურ ეტაპზე გავიდა.
ვაჟთა ტურნირზე თენგიზ კოშკაძემ 42.5 ქულით 87 მონაწილეს შორის 66-ე ადგილი დაიკავა.
საუკეთესო 8 სპორტსმენს შორის 2 ჩინელი ბატუტზე მხტომელი შან შან ჰუანი (71.500) და დან ლი (70.800) ( მოწინავე პოზიციაზე სულ 4 ჩინელი მოხვდა, მაგრამ რეგლამენტის თანახმად მხოლოდ 2 ჩინელს შეუძლია ფინალში გამოსვლა), რუსი ვეტერანი, ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი ირინა კარავაევა (69.500), ბელარუსი ტატიანა პიატრენია (68,800), გერმანიის სახელით მოასპარეზე ქართველი, ათენის ოლიმპიადის გამარჯვებული ანა დოღონაძე (67.600). დიდი ბრიტანელი ბრიონი პეიჯი (67.000) და კანადელი როსანა მაკლენანი მოხვდნენ.