დასავლეთი სააკაშვილს განიხილავს როგორც ყოფილ ლიდერს, რომლის მთავრობამაც ძალაუფლება ბოროტად გამოიყენა, - საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებას ეხმიანება.
"მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა იმედოვნებდეს, რომ მისი დაბრუნება და დაპატიმრება, ალექსეი ნავალნის მსგავსად, მისგან მსხვერპლს შექმნის და დასავლეთი მის გათავისუფლებას მოითხოვს. მაგრამ სააკაშვილს დასავლეთში განიხილავენ არა როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლს, არამედ როგორც საქართველოს ყოფილ ლიდერს, რომლის მთავრობამაც ძალაუფლება ბოროტად გამოიყენა", - წერს კორტნი.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნება 2 ოქტომბრის საღამოსთვის დაანონსა.