7-8 ოქტომბერს საქართველოს მონტენეგროს პრეზიდენტი ეწვევა. როგორც საქართველოში მონტენეგროს საკონსულოს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2-4 სექტემბერს თბილისს ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროს ელჩი უკრაინაში დრაგიცა პონორაკი ეწვია.
შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგა, სადაც მონტენეგროს პრეზიდენტის მილო ჯუკანოვიჩის უახლოეს ვიზიტზეც ისაუბრეს, რომელიც 2021 წლის 7-8 ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი.
მონტენეგროს ელჩს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც შეხვდა, რომელსაც ელჩმა რწმუნებათა სიგელი გადასცა. ასევე შეხვედრა გაიმართა სავაჭრო პალატაში, სადაც დავით აფციაურთან ერთად სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
მონტენეგროს ელჩთან ერთად იმყოფებოდა მონტენეგროს საპატიო კონსული საქართველოში თემურ ქურხული, რომელმაც ქალბატონ ელჩს მონტენეგროს საკონსულოშიც უმასპინძლა.
დღის ბოლოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონტენეგროს ელჩსა და სხვა სტუმრებს ცერემონიათა სასახლეში უმასპინძლა.