თბილისის ერთ-ერთ ქუჩას კინორეჟისორს სერგო ფარაჯანოვის სახელი მიენიჭა.
დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, სერგო ფარაჯანოვის ქუჩის სახელი მთაწმინდის რაიონში, კოტე მესხის შესახვევს მიენიჭა.
ცნობილი კინორეჟისორი სერგო ფარაჯანოვი დაიბადა თბილისში, სომხურ ოჯახში. მისი ნამუშევრები ძირითადად კავკასიის ეთნიკურ მრავალფეროვნებას ასახავს.
ფარაჯანოვის პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი "მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები" (1964) იყო რომელმაც საერთაშორისო აღიარება ჰპოვა.
მისი ნამუშევარი "ბროწეულის ფერი" (1969) თბილისელ პოეტ საიათნოვას ცხოვრებას ასახავს. ამ ფილმის გამო საბჭოთა მთავრობამ და ფარაჯანოვი 1973 წელს დააპატიმრა.
გათავისუფლების შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში მას ფილმების გადაღება აკრძალული ჰქონდა, თუმცა 80-იან წლებში მას ნება დართეს გადაეღო "ამბავი სურამის ციხისა" (1984), რომელიც მისი ადრეული ნამუშევრების ფერადოვნების გამოძახილია, ასევე "აშიკი ქერიბი" (1988) და დაუმთავრებელი ავტობიოგრაფიული სერია "აღიარებისა", რომელიც შემდგომში მიხეილ ვართანოვის ფილმის "ფარაჯანოვი: ბოლო გაზაფხული" ნაწილი გახდა.
სერგო ფარაჯანოვი 1990 წლის 20 ივლისს ერევანში გარდაიცვალა.