სინოფარმის ვაქცინით I დოზაზე რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.
მოქალაქეებს სასურველი ვაქცინის მიღება შეუძლიათ როგორც booking.moh.gov.ge-ზე დარეგისტირებით, ისე წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ამცრელ პუნქტებში.
სინოფარმით ვაქცინაცია შესაძლებელია ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებშიც.
შეგახსენებთ, სინოფარმის ვაქცინით I დოზაზე რეგისტრაცია 27 აგვისტოდან შეზღუდული იყო.