"საქართველოს ავიახაზების" თვითმფრინავს, რომელიც თბილისი-ვენის რეისს ასრულებდა, აფრენის შემდეგ ტექნიკური პრობლემაა შეექმნა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენისთვის" გახდა ცნობილი, ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი ამჟამად თბილისის ცაზე დაფრინავს და ცდილობს კვლავ თბილისის აეროპორტში დაეშვას.
ამ დროისთვის, უცნობია რამდენი მგზავრი იმყოფება ბორტზე.
"ჯი-ეიჩ-ენს" ავიაკომპანიაში არ პასუხობენ, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ თვითმფრინავი მას შემდეგ შეძლებს დაშვებას, რაც საწვავის გარკვეულ რაოდენობას დახარჯავს.
განახლება: ამ დროისთვის, თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა.
