"ქართული ოცნების" ლიდერები რომ მხოლოდ ფულის გამო არიან ივანიშვილთან, ეს ფაქტია, მაგრამ ბოლო განცხადებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, - განაცხადა პოლიტიკური პარტია "ტრიბუნას" ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ.
"ყველაფერს ფულს აბამენ და მხოლოდ ფული ადარდებთ, აბა ივანიშვილს არც იდეა აქვს და არც ქვეყნის განვითარების გეგმა. დაპირებები კიდე, დიდი ხანია გაზაფხულის თოვლივით გაქრა.
მოკლედ, ივანიშვილ მხოლოდ უღირსი ქურდ-ბაცაცები კი დაიტოვა აქამდე გვერდით, მაგრამ აი, ახლა უკვე თავად რამდენად აწყობს ასეთი წყალწაღებული „ოცნების“ უკან დგომა, ეს ცალკე ამბავია, რადგან ვინ ვინ და ივანიშვილმა ყველაზე კარგად იცის, რომ 2024 წლამდე ეს "ოცნება" უბრალოდ ვეღარ შეინახავს.
თუმცა მეორე მხრივ, "კალაძის გუნდი"... "გახარიას გუნდი"... და არ არის გამორიცხული არჩევნების შემდეგ სულ სხვა თამაში მივიღოთ",- თქვა ჭიჭინაძემ.