"თბილისის ჰამქრის" ორგანიზებით, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ფოტოგამოფენა "ხიდები თბილისში" გაიხსნა.
გამოფენაზე წარმოდგენილია თბილისის მე-19, მე-20 და 21-ე საკუნის ხიდების ფოტოები. წარმოდგენილი იყო როგორც საარქივო, ასევე კერძო კოლექციის ფოტოები.
ფოტოებზე აღბეჭდილია "მუხრანის" ხიდი, "ორთაჭალის კუნძულის" ხიდი, "კახეთის" ხიდი, "ხიდები ავანაანთ ხევზე", "აბანოს" ხიდი, ბოტანიკური ბაღის ხიდები, თბილისის უძველესი-"მეტეხის" ხიდი, "მშვიდობის" ხიდი.
გამოფენა ეძღვნება მუხრანის ხიდის 99-ე წლისთავს.
1965 წელს მუხრანის ხიდი აიღეს და მის მაგივრად "ბარათაშვილის" ხიდი ააშენეს. მისი სიგრძე 160 მეტრს, ხოლო სიგანე 26 მეტრს შეადგენს.
"ჩვენს ქალაქს ძალიან დიდი ისტორია აქვს ხიდების მშენებლობის მიხედვით. ამ გამოფენით გვინდა საზოგადოებას გავაცნოთ ახლანდელი და ძველი ხიდები", - განაცხადა "თბილისის ჰამქრის" თავჯდომარემ.
გამოფენის ორგანიზატორია ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.