ევროკავშირის დახმარების არმიღების შემდეგ ვალუტის კურსი კიდევ უფრო დავარდება და უმუშევრობა გაიზრდება, - ასე ეხმიანება ვროკავშირისგან მაკროფინანსურ დახმარებაზე უარის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
„რაში სჭირდება ჩემი მცდელობა იმას, რომ ამათ შეუჩერონ დახმარება. ღარიბაშვილის დანახვა საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ ყველას ჩამოუყალიბდეს თავისი აზრი. მე ბევრს დავდივარ, ვხვდები ევროკომისიის წარმომადგენლებს, ევროპარლამენტარებს დიდი რაოდენობით. ბოლო ერთ-ერთი ვიზიტის დროს ბრიუსელში ევროკომისიის ერთ-ერთმა ყველაზე მარალჩინოსანმა მითხრა ღარიბაშვილზე, რომ „ეს არის კლინიკური იდიოტიო“, - თქვა სააკაშვილმა.
ყოფილი პრეზიდენტი „ქართული ოცნების" შესახებ საუბრისას იხსენებს ივანე კრილოვის იგავს.
„მე ამათგან განსხვავებით სკოლაში კარგად ვწავლობდი და ეს იგავი მახსოვს, როცა მელაკუდა ვერ მიწვდა ყურძენს („მელა და ყურძენი“)", - აღნიშნა სააკაშვილმა. როგორც მან განმარტა, ეს არის ივანიშვილის და მისი მთავრობის დამოკიდებულება ევროკავშირთან. „ვინ აძლევდა იმ ყურძენს, ვერ წვდებოდნენ, ვეღარც მიწვდნენ და ვეღარც მიწვდებიან ეს ოროსნები მართლა. რა თქმა უნდა, იტყუებიან. ჯერ ერთი ეს არის უფასო ფული, რასაც ამბობს ივანიშვილი, ევროკავშირისგან, მაგრამ აღარ აძლევენ ამ ფულს".
როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, „ევროკავშირის დახმარების არმიღების შემდეგ ვალუტის კურსი კიდევ უფრო დავარდება და უმუშევრობა გაიზრდება. რა თქმა უნდა, მათ ეს დახმარება არ უნდა მიიღონ, იმიტომ, რომ მთლიანად მიდის მათ ჯიბეებში და არაფერი არ აღწევს ქართველ ხალხამდე. ყველაფერი თავის ადგილზე დგება. ესენი ცდილობენ ჩვენ საბოლოოდ ჩამოგვაშორონ ევროკავშირს და გადაგვაქციონ რუსულ ჭაობად. ჩვენსა და ევროპას შორის არ უნდა იდგნენ ეს ყაჩაღები. საქართველო იქნება წარმატებული, განვითარებული ევროპული ქვეყანა. ჩვენ ყველანი ამას მივაღწევთ".