3 ოქტომბერს სრულიად საქართველო გამოვა ქუჩაში და არა მარტო ოპოზიცია, - ასე ეხმიანება პოლიტკური პარტია „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე ხელისუფლების განცხადებას, რომ ევროკავშირისგან სესხს არ აიღებს, რადგან ამის საჭიროება არ არის.
მისი თქმით, როგორც ჩანს ღარიბაშვილის და მიშელის დახურული შეხვედრაზე საკმაოდ მძიმე საუბრი შედგა.
"შედეგი კი იქნება ის, რომ 3 ოქტომბერს სრულიად საქართველო გამოვა ქუჩაში და არა მარტო ოპოზიცია. რადგან, "ქართულმა ოცნებამ" დაარღვია ევროპელ პარტნიორებთან არსებული ყველა შეთანხმება და ამით მომავალი წაართვეს ქვეყანას;
ევროპულ დახმარებაზე და კრედიტებზე ისე თქვეს უარი, არც კი აინტერესებთ, რომ ამას უკვე ვიზალიბერალიზაციის, გადმორიცხვების ჩაკეტვა მოყვება, რაც ქვეყანას სრულ კოლაფსამდე მიიყვანს;
რომ ამით უდიდეს პრობლემებს უქმნიან იმ ასიათასობით საქართველოს მოქალაქეს, ვინც ევროკავშირშია დასაქმებული და ვისი გადმორიცხვებიც აცოცხლებს საქართველოს ეკონომიკავს და ბოლომდე მშიერს არ ტოვებს ადამიანებს;
ქვეყანაში არსებობს აბსოლუტურად გაუაზრებელი ჯანდაცვის პოლიტიკა, რომელიც ყოველდღიურად ამხელა სიკვდილიანობას იწვევს.
მოკლედ, თუ აქამდე ვამბობდი, რომ ირაკლი კობახიძე იქნებოდა "ქართული ოცნების" მესაფლავე. ახლა ვამბობ, რომ "ოცნება" უკვე ორი ირაკლის თამადობით მიაქანებს ქვეყანას უფსკრულისკენ და გადავიჩეხებით, ქვეყანას "ოცნებას" თუ არ ჩამოვაშორებთ", - თქვა ჭიჭინაძემ.