დღეისათვის კლინიკაში არის 7 400 პაციენტი მათი დიდი ნაწილი დაახლოებით 70%-ი არის ჟანგბადდამოკიდებული, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.
მისი თქმით ქვეყანას ჟანგბადის მოწოდებაში აზერბაიჯანი და თურქეთი ეხმარება.
„აზერბაიჯანი, თურქეთი გვეხმარება გასულ წელს და ბოლო პერიოდის განმავლობაში, რამდენიმე კლინიკამ 25-მდე კლინიკაა, რომელმაც დაიმატა თავისი ავტონომიური ქარხანა, ისინი ამ მიმართულებით არავისზე დამოკიდებული არ არიან. ამდენად, ეს არის მიმდინარე პროცესი. ჩვენ კლინიკებს ყოველთვის ვაფრთხილებთ ჟანგბადის მოხმარების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით, რათა ისე არ მოხდეს, რომ ჟანგბადის წყარო იყოს გახსნილი და იკარგებოდეს ჟანგბადი, სამწუხაროდ, გვქონდა ასეთი შემთხვევებიც. ამდენად, ეს არის მიმდინარე სამუშაო პროცესი. არ არსებობს განგაშის საფუძველი. არის რამდენიმე წყარო, თუ ერთი წყარო რაღაც მომენტში შეფერხდება, მეორე წყარო იყოს ადგილზე. ამის მნიშვნელობა ყველას ესმის და მაქსიმალური მობილიზებაა, რომ კლინიკებს ეს პრობლემა არ შეექმნათ, მაგრამ რეჟიმი მუშაობის არის საკმაოდ დატვირთული“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.