მომავალი წლის აპრილში რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის თამარ გვერდწითელის ვარსკვლავის გახსნა იგეგმება.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს ხელოვანთა კავშირის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა განუცხადა.
""მზიურის" კონცერტამდე ჩვენ ვიმყოფებოდით საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია II-სთან. ვიზიტისას პატრიარქმა გვერდწითელს კურთხევა მისცა მისი საგალობლები შეესრულებინა. ღონისძიება აპრილში, აღდგომის შემდეგ არის დაგეგმილი. ღონისძიება საქველმოქმედო იქნება. თამარ გვერდწითელის დამსახურება ქართველების წინაშე, ყველანაირ შესაძლებლობას იძლევა. რომ მისი ვარსკვლავი გაიხსნას", - განმარტა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ოქიტაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გვერდწითელი მღეროდა ანსამბლ "მზიურში", რომლის ვარსკვლავიც ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზის წინ გუშინ გაიხსნა.